კიბოსთან ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე საქართველოშია, ქირურგიის ეროვნული ცენტრი მსოფლიო მედიცინის რუკაზე

ვიდეო ფაილის სანახავად გადადით ბმულზეკიბოსთან ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიები.

კიბოსთან ბრძოლა XXI საუკუნის მედიცინის უმთავრესი გამოწვევაა. ყოველწლიურად, მსოფლიოში კიბოთი მილიონ ადამიანზე მეტი იღუპება.

უკვე დიდი ხანია, მსოფლიო მედიცინა ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანდა, რაც გულისხმობს კიბოს სამუდამოდ დამარცხებას. მსოფლიო სამედიცინო წრეებთან ერთად, ონკოდაავადებების პრევენციაში აქტიურადაა ჩართული ქირურგიის ეროვნული ცენტრი, მისი ბირთვული მედიცინისა და რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტები. ცენტრს აქვს რესურსი მართოს და უმკურნალოს უმძიმეს ონკოპაციენტებს და აერთიანებს ონკოლოგიის სამივე ძირითად დარგს:

  • კლინიკური ონკოლოგია;
  • ქირურგიული ონკოლოგია;
  • რადიაციული ონკოლოგია.

აღნიშნულ დარგებში გაერთიანებულია კიბოს დიაგნოსტირებისა და პრევენციის ის უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები, რომლებიც მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის უალტერნატივო მეთოდებადაა აღიარებული.

შეგახსენებთ, რომ პეტ/კტ კვლევა ტარდება თბილისის მერიის, ჯანდაცვის რეფერალური ფონდის, გამგეობებისა და ადგილობრივი რაიონული მუნიციპალიტეტების ფინანსური მხარდაჭერით, ასევე კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს კერძო სადაზღვევო კომპანიებთან.

ციფრული პეტ-კტ კვლევა

იგი უალტერნატივო კვლევაა კიბოს დროული აღმოჩენისთვის. 2020 წელს კორპორაცია PHILIPS-მა ახალი სიტყვა თქვა თანამედროვე მეცნიერებაში, შექმნა ციფრული პეტ-კტ აპარატი (Philips Vereos Digital PET/CT), რომელიც მსოფლიომ უკვე აღიარა კიბოს დიაგნოსტირების უახლეს სტანდარტად. PHILIPS-მა უჩვენა მსოფლიოს, რომ აქამდე არსებული ანალოგური პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფები უკვე მოძველდა და იგი სრულად ციფრული დანადგარით ჩაანაცვლა. ძველი თაობის აპარატისგან განსხვავებით, ის:

  • ხედავს 1 მმ-მდე ზომის წარმონაქმნს;
  • მილიმეტრული სიზუსტით ადგენს მეტასტაზის გავრცელების არეალს;
  • ექიმ-ონკოლოგს აძლევს უსუფთავეს გამოსახულებას (შესაბამისად, კიდევ უფრო ზუსტად სრულდება ქირურგიულად კიბოს ამოკვეთა);
  • მოიხმარს იზოტოპის უმცირეს დოზას (შესაბამისად, პაციენტი იღებს მინიმალურ სხივურ დატვირთვას);
  • ადგენს ონკოლოგიური დაავადების სტადიას;
  • ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ერთმანეთისგან განასხვავებს ავთვისებიან და კეთილთვისებიან სიმსივნურ წარმონაქმნებს;
  • თითქმის 40%-ით ცვლის ონკოდაავადების მართვის და მკურნალობის ტაქტიკას.

ბრაქითერაპია

არის კიბოს მკურნალობის (დასხივების) ინვაზიური (პროცედურის დროს რადიაციული წყარო პირდაპირ სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში თავსდება) მეთოდი. სწორედ ინვაზიურობის წყალობით, მთელი ორგანიზმი არ სხივდება და არ ზიანდება კიბოს გარშემო არსებული ჯანმრთელი ორგანოები. დარტყმა ხორციელდება მხოლოდ დაზიანებულ უბანზე, რასაც 100%-იანი შედეგი აქვს. დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი ELEKTA-ს წარმოების Flexitron-HDR მაღალი დოზის აპარატით, რომელშიც ჩატვირთულია დაგეგმარების დახვეწილი, სწრაფი და ზუსტი 3D სისტემა. ბრაქითერაპია ეფექტურია, რადგან:

  • არ სხივდება მეტასტაზების გარშემო არსებული ჯანმრთელი ორგანოები;
  • დასხივება ხორციელდება მხოლოდ კიბოს უჯრედებზე, მათი განადგურების მიზნით;
  • აქვს მინიმალური გვერდითი ეფექტი;
  • არ ცვლის პაციენტის ყოველდღიური ცხოვრების რითმს;
  • პროცედურა სრულდება ამბოლატორიულად (ე.ი. პაციენტი კლინიკაში ყოვნდება მხოლოდ რამდენიმე საათი);
  • სრული კურსი მოიცავს 1-დან 5-მდე პროცედურას;
  • ეხმარება ექიმ-ონკოლოგს კიბოს რეციდივის პრევენციაში.

სხივური თერაპია

ის არის რადიოთერაპიული მკურნალობის ტაქტიკა, რომლის დროსაც CT გამოსახულებაზე დაყრდნობით, კეთდება დასხივების დაგეგმარება, სამიზნე და რისკის ქვეშ მყოფი ორგანოების კონტურირება და დასხივების დოზისა და ფრაქციების რაოდენობის განსაზღვრა. საჭიროებისამებრ, ონკოპაციენტებს საშუალება აქვთ, მათი მკურნალობა დაიდგეგმოს DIBH ტაქტიკით, რაც სუნთქვასთან სინქრონიზებულ დასხივებას გულისხმობს. რადიოთერაპიის დეპარტამენტის კვალიფიციური ფიზიკოსები ხელმძღვანელობენ დაგეგმარების უახლესი მეთოდებით, კერძოდ:

  • 3D;
  • iMRT;
  • VMAT (RapidArc).

ასევე, რადიოთერაპიის დეპარტამენტში თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ტარდება შემდეგი ორგანოების დასხივება :

  • თავის ტვინი;
  • თავ-კისერი;
  • ფილტვი;
  • მკერდი;
  • კუჭ-ნაწლავი;
  • შარდ-სასქესო სისტემა;
  • ძვლები.

პაციენტებს სხივური თერაპია უტარდებათ ცნობილი ამერიკული კომპანია VARIAN-ის უახლესი სხივური ამაჩქარებლებით - Truebeam და Vitalbeam.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად უდიდეს ინვესტიციას დებს ონკოპაციენტების მართვისა და მკურნალობის მიზნით. რადიოთერაპიისა და ბირთვული მედიცინის დეპარტამენტები კი, ყოველდღიურ რეჟიმში, სრული დატვირთვით ემსახურება კიბოს მატარებელ პაციენტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრს უკვე საკუთარი ადგილი უკავია მსოფლიო მედიცინის რუკაზე, როგორც კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ერთ-ერთ წარმატებულ კლინიკას. საერთაშორისო მხარდაჭერისა და უცხოელი პროფესორების თანადგომით, ასევე, ცენტრის პროფესიონალი ონკოლოგების, ფიზიკოსებისა და ტექნიკოს-ფიზიკოსების გუნდით, აქ იმართება და იკურნება ურთულესი ონკოდაავადებები.

კიბო არ არის განაჩენი!

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა