აშშ-ში საშობაო დღესასწაულზე შეკრებილ მოქალაქეებში ავტომობილის შეჭრის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი - დაშავდა

აშშ-ის უისკონსინის შტატში, ქალაქ უოკეშოში საშობაო დღესასწაულზე შეკრებილ მოქალაქეებში ავტომობილის შეჭრის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი - დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დროისთვის, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, თუმცა, ეს რიცხვები შეიძლება შეიცვალოს, რადგან დამატებითი ინფორმაციის მოპოვების პროცესში ვართ,“- აცხადებენ უოკეშოშის პოლიციის დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი წითელი ფერის „ჯიპი“ უისკონსინის შტატში, ქალაქ უოკეშოში საშობაო დღესასწაულზე შეკრებილ მოქალაქეებში შევარდა. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი ტერორიზმს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა