გიორგი ვაშაძე - პრემიერი აცდენილია იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია - პრემიერის და მისი გარემოცვის შემოსავალი მაღალი და მშვენიერია მაშინ, როცა ხალხი მშიერია

პრემიერ-მინისტრი აცდენილია იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია. პრემიერის და მისი გარემოცვის შემოსავალი მაღალი და მშვენიერია მაშინ, როცა ხალხი მშიერია,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზებას გეგმავს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, სამუშაო ადგილების არსებობასთან ერთად პრობლემაა დაბალი ანაზღაურება, რაც მისივე შეფასებით, "კატასტროფა და უსამართლობაა".

„რეალურად, საქართველოში ერთია რომ არ არსებობს სამუშაო ადგილები, მეორე - საშინლად დაბალია ანაზღაურება. 500-ლარიანი სამსახური აქვს სახვეწნი დღეს ადამიანს ქვეყანაში იმისთვის, რომ დასაქმებული იყოს. რა არის 500 ლარი იმ პირობებში, როცა ყველაფერი გაძვირდა? - არაფერი! ტრანსპორტში და კვებაში არ ყოფნის ადამიანს ელემენტარულად. თუ ღარიბაშვილი გულისხმობს 300-400 ლარიან სამსახურს, 300 ლარი ხელფასი არ არის. ადამიანებს როცა უწევთ ზენორმირებული წესით მუშაობა, რომ 300-400 ლარი მაინც მიიღოს, ეს არის კატასტროფა და უსამართლობა ქვეყანაში", - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთ ინიციატივას ონლაინ კაზინოების მუშაობის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ვაშაძე ამბობს, რომ ონლაინ კაზინოები ქვეყანაში მართლაც დიდი პრობლემაა.

„ჩვენც გვქონდა ინიციატივები, მათ შორის, რეკლამირების კუთხით აკრძალვაზე. ასევე, სწორი მექანიზმების დანერგვა იმისთვის, რომ არ თამაშობდნენ არასრულწლოვნები. ვნახავთ მთავრობის ინიციატივა რას გულისხმობს და ამის შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს საბოლოო პოზიციას. ის, რომ ინტერნეტში ყველგან არის ონლაინთამაშების რეკლამა, ეს უბიძგებს ადამიანებს, მათ შორის, არასრულწლოვნებსაც, რომ ბევრი ითამაშონ და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა",- განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა