გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - ზამთრის ბოლომდე გერმანიაში თითქმის ყველა იქნება ვაქცინირებული, ან ვირუსგადატანილი, ნაწილი კი - დაიღუპება

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდა ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველა, ვინც არ არის ვაქცინირებული, კოვიდ-19 -ით, სავარაუდოდ, ზამთრის ბოლომდე დაინფიცირდება და ზოგიერთი მათგანი დაიღუპება.

მინისტრმა გერმანელებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. იმ ადამიანებს კი, რომლებმაც აცრა 6 თვეზე მეტი ხნის წინ ჩაიტარეს - ე.წ. „ბუსტერ“ დოზის მიღებისკენ.

„ზამთრის ბოლომდე გერმანიაში თითქმის ყველა იქნება ვაქცინირებული, ან ვირუსგადატანილი, ნაწილი კი - დაღუპება“, - განუცხადა შპანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ზოგიერთი ამ შეხედულებას ცინიკურად აფასებს.

"მაგრამ ეს სიმართლეა. უაღრესად გადამდები „დელტა“ ვარიანტის გათვალისწინებით ეს სრულიად, სრულიად შესაძლებელია და ამიტომ გირჩევთ ვაქცინაციას ასე სასწრაფოდ“, - აღნიშნა შპანმა.

ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 30 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. საავადმყოფოები აცხადებენ, რომ რეანიმაციული განყოფილებები თითქმის გადატვირთულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა