გია ვოლსკი - ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნდა იმ პერიოდში იმ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა და სასამართლოს ჩვენებას აძლევდა

ვადასტურებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი კომპეტენცია იმ პერიოდში არ გააჩნდა იმ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა და სასამართლოს ჩვენებას აძლევდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის მიერ მიცემულ ჩვენებას გამოეხმაურა, რომლის ნაწილიც მედიით გავრცელდა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა სწორად დაახასიათა ღარიბაშვილის საქმიანობა.

"2011 წლიდან ვიცნობ ირაკლი ღარიბაშვილს და იგი საკმაოდ ღირსეულად მუშაობდა და მისი საქმიანობა "ქართუ ჯგუფში" ეფექტური იყო, მაგრამ ვადასტურებ, რომ არანაირი კომპეტენცია იმ პერიოდში არ გააჩნდა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა და სასამართლოს ჩვენებას აძლევდა. მე არ ვიცი, რამ წარმოშვა ეს საკითხი, მაგრამ დახასიათება იმ პერიოდის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობისა და არა პიროვნებისა, ზუსტად ეგ არის, რომ მას ხელი არ მიუწვდებოდა იმ საკითხებზე, რაზეც სასამართლოშია საუბარი", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ბერმუდის სასამართლოსთვის „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დისტანციურად მიცემულ ჩვენებას ასახავს. ჩვენებაში ივანიშვილი მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „ქართუში“ მუშაობის პერიოდსაც ახსენებს და თავად ღარიბაშვილს შემდეგნაირად ახასიათებს:

„ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი, ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ფინანსისტი. წერილები, რომლებიც იგზავნებოდა, იგივე - ჩამოდიოდა დელეგაცია და მას უნდოდა დროის შეთანხმება, იყო ფულის გადარიცხვა და ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება, თვეში ერთხელ გაეგო ანგარიშზე დარჩენილი თანხები“, - აცხადებს მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ივანიშვილი, ხოლო შეკითხვაზე, რამდენად ჰყავდა ირაკლი ღარიბაშვილი „მდივანივით“, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს: „რაც გინდათ ის დაარქვით, რა სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა