ლაშა ხუციშვილი ონლაინ კაზინოებისთვის დაგეგმილ ახალ რეგულაციებზე - ამგვარი მექანიზმები არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და მისი მიზანია ონლაინ თამაშებთან მიმართებაში ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირება

სათამაშო ბიზნესის სექტორში ახალი რეგულაციების შემოტანის მიზანია, ონლაინ თამაშებთან მიმართებით მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ონლაინ კაზინოებისთვის დაგეგმილი ახალი რეგულაციების განმარტებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო შესაბამის ხედვას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგენს.

„ინიციატივა გულისხმობს, გარკვეულწილად, ახალი რეგულაციების შემოტანას სათამაშო ბიზნესის სექტორში, რომლის მიზანია, ონლაინ თამაშებთან მიმართებით მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირება. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს შესაბამის ხედვას. პირველი ეტაპი, რომლის თაობაზეც დავალება მიიღო სამინისტრომ, გულისხმობს დასაბეგრი საგადასახადო ბაზის სრულ ცვლილებას როგორც რაოდენობრივ, ისე სტრუქტურულ ჭრილში. წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი, რომელიც გაჟღერებულ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღება და რეკლამის აკრძალვაც.

„ეს ხელს უწყობს მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის კუთხით გარკვეულ შეზღუდვებს. ეს არის ჩარჩო, რომელიც არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და მიღებული. აღნიშნული სექტორი, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში მკაცრი რეგულირების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენი სისტემები, რომლის დიდი ნაწილი ამ ეტაპისთვის პრაქტიკულად დავასრულეთ და აწყობილი გვაქვს, გვაძლევს საშუალებას, რომ რეგულირების ახალ ეტაპზე გადავიდეთ. რეკლამასთან დაკავშირებით ინიციატივა მის პრაქტიკულად აკრძალვას გულისხმობს. რეკლამის ერთი ნაწილია დარჩენილი, რომელიც ეხებოდა მხოლოდ სპონსორობას და ამ ნაწილთან დაკავშირებითაც მიმდინარე კვირას გაგრძელდება მუშაობა. რაც შეეხება გადასახადებს, შეთავაზებული იქნება აბსოლუტურად სხვა მოდელი საგადასახადო დაბეგვრის ყველა მიმართულებით – როგორც მოგების, ასევე, ფსონების კუთხით. შემოვა დაბეგვრის ახალი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ფსონებს შორის განსხვავების დაბეგვრას. მნიშნველოვანია, რომ დაბეგვრის აღნიშნულ მოდელზე საგადასახადო ტვირთი იქნება საკმაოდ მაღალი და იმ ფორმით, რომ შეამცირებს მიმზიდველობას ამ სექტორში ჩართული მოთამაშეებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა