მარია ზახაროვა - ნატო უგულვებელყოფს რუსეთის გაფრთხილებებს და აგრძელებს დაძაბულობის გაღვივებას მის საზღვრებზე

ნატო უგულვებელყოფს მოსკოვის გაფრთხილებებს და აგრძელებს დაძაბულობის გაღვივებას რუსეთის საზღვრებზე, აშშ - ესტონეთის ერთობლივი წვრთნები ასეთი ქმედებების კიდევ ერთი მაგალითია , - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსეთი აფრთხილებს ნატოს რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის ზრდის შესახებ. ნატო დუმს და იმავე ქმედებებს აგრძელებს", - წერს დიპლომატი საკუთარ ტელეგრამის არხზე.

მან განცხადებაში ყურადღება გაამახვილა ესტონეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე ქვეყანაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს "მხოლოდ ადასტურებს ნატოს გეგმებს მიზანმიმართულად შექმნას დაძაბულობა რუსეთთან".

"პენტაგონის სამხედრო თამაშში ეს ქვეყანა სხვა არაფერია, თუ არა ნატოს დასაყრდენი ჩვენს საზღვრებზე. ასეთ წვრთნებს სხვა მიზნები არ აქვს", - განმარტა მან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ნატომ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი "აგრესიულ ქცევაში", მაგრამ აშშ-ს წვრთნები ესტონეთში საპირისპიროს ადასტურებს.

,,ახლა კი მინდა ვიცოდე, მიაჩნია თუ არა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ასეთი ქმედებები გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და არააგრესიული. თუ ის თვლის, რომ ეს ნორმალურია, მაშინ რატომ უნდა ჰქონდეს მას რაიმე პრეტენზია რუსეთის საშინაო მანევრებზე, რაც მათ ასეთ შეშფოთებას იწვევს?“, - წერია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა