Bloomberg - აშშ-ის დაზვერვა ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება

აშშ-ის დაზვერვა ევროპელ მოკავშირეებს უზიარებს თავის მონაცემებს, მათ შორის, რუკებსაც, რომლითაც აშკარა ხდება, რომ რუსეთი განიხილავს სწრაფი, ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციის განხორციელების სცენარს უკრაინის წინააღმდეგ, რამდენიმე მიმართულებით და შემდგომი ხანგრძლივი ოკუპაციით, თუკი ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს შეჭრას. ამის შესახებ bloomberg-ი საკითხით ინფორმირებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, მონაცემები ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანას გასულ კვირას გადასცეს, რათა გაემყარებინათ გამოთქმული საშიშროება პუტინის შესაძლო გეგმებთან დაკავშირებით.

როგორც მედია წერს, ამერიკაში ვარაუდობენ, რომ პუტინმა შეჭრა, შესაძლოა, დაგეგმოს 2022 წლის დასაწყისში. მოსალოდნელი სცენარი კი ასეთია - შეტევა ერთდროულად ოკუპირებული ყირიმიდან, რუსეთის საზღვრის გავლით და ბელარუსის ტერიტორიიდან, დაახლოებით, 100 საბატალიონე ტაქტიკური ჯგუფით, რომლის საერთო რიცხოვნობა შეადგენს 100 000 ადამიანს, რომლის მიზანია მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკავება და შემდგომი ოკუპაცია.

გამოცემის წყაროები აცხადებენ, რომ ამ ძალთა ნახევარი უკვე პოზიციებზეა და თავდასხმის მხარდაჭერა მოხდება ავიაციით.

წყაროს ნაწილი აცხადებს, რომ რუსეთმა დაიწყო პოსტსაბჭოთა დროისთვის უპრეცედენტო რაოდენობის რეზერვისტების მობილიზება, რომელთა როლი, როგორც ჩანს, იქნება ტერიტორიის გამაგრება, როდესაც იქ უკვე ძირითადი ძალები შევლენ. თუმცა, რუსეთს რეზერვისტების გაწვევა ოფიციალურად არ დაუწყია.

გამოცემის კიდევ ერთი მოსაუბრე აცხადებს, რომ აშშ-მა მოკავშირეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს დეზინფორმაციული შეტევის ზრდის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ და რომ მოსკოვი ამზადებს ახალ აგენტებს უკრაინის დესტაბილიზაციისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო