სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად, ერთი სამხედრო სასიკვდილოდ დაიჭრა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება.

„დაახლოებით, 18:10 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღებიდან სომხეთის პოზიციები დაცხრილა, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეა განთავსებული, კერძოდ კი, გეღარკუნის ოლქში. დაცხრილვის შედეგად, სასიკვდილოდ დაიჭრა 2002 წელს დაბადებული რიგითი ჯარისკაცი სურენ საფარიანი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 19:30 საათისთვის სროლა შეწყვეტილია.

აზერბაიჯანულ მხარეს ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა