თეთრი სახლი - ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„დიახ, აპირებს. ეს მისი განზრახვაა,“- განაცხადა პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

Reuters-ი წერს, რომ ჯო ბაიდენის რეიტინგი ბოლო თვეების განმავლობაში შემცირდა, რის გამოც „დემოკრატიული“ პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელს გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, მან კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობაზე უარი თქვას.

ამასთან „დემოკრატები“ შეაშფოთა ვირჯინიის შტატში მიმდინარე თვის დასაწყისში ჩატარებულ არჩევნებში „რესპუბლიკელთა“ გამარჯვებამ და ნიუ-ჯერსიში „დემოკრატი“ კანდიდატის მიერ „რესპუბლიკელ“ მეტოქეზე მხოლოდ მცირე უპირატესობის მოპოვებამ.

თუმცა, ბაიდენის პოლიტიკური პერსპექტივები გასულ კვირაში გაძლიერდა, როდესაც კონგრესმა მის მიერ ინიცირებული 1 ტრილიონიანი ინფრასტრუქტურული გეგმა დაამტკიცა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ