აშშ საკუთარ მოქალაქეებს გერმანიასა და დანიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი გერმანიასა და დანიაში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მოქალაქეებს ამ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

უწყებამ დანიასა და გერმანიაში მოგზაურობასთან დაკავშირებით გაფრთხილების უმაღლესი, მეოთხე დონე გასცა, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ევროპის ამ ქვეყნებში მოგზაურობისგან.

ამასთან, პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა რეკომენდაცია, რომ მოქალაქეებმა გერმანიასა და დანიაში „არ იმოგზაურონ“.

გერმანიაში, ბოლო დღეების განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იმ რეგიონებში, სადაც საავადმყოფოები გადავსებულია, შეზღუდვები დააწესოს. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა არ გამორიცხა, ქვეყანა მეზობელი ავსტრიის მაგალითს მიჰყვეს, სადაც, შემთხვევების შემცირების მიზნით, სრული „ლოქდაუნი“ დაწესდა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს