აშშ-ში, საშობაო დღესასწაულის მონაწილეებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული

39 წლის დარელ ბრუკსს, რომელიც აშშ-ის უისკონსინის შტატში საშობაო დღესასწაულზე შეკრებილ მოქალაქეებზე თავდასხმის ადგილთან ახლოს დააკავეს, პირველი ხარისხის მკვლელობისთვის ბრალის წარდგენა ემუქრება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მამაკაცი, რომელსაც შეკრებილ მოქალაქეებში ავტომობილით განზრახ შეჭრაში ადანაშაულებენ, ოჯახური ძალადობის საქმესთან დაკავშირებით გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

შეგახსენებთ, შემთხვევა აშშ-ის უისკონსინის შტატში, ქალაქ უოკეშოში მოხდა. ავტომობილით თავდასხმის შედეგად საშობაო აღლუმზე 5 ადამიანი დაიღუპა, 48 კი, მათ შორის ბავშვები, დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, 5 დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს