ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კოვიდ-შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს იდიოტები უწოდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ კოვიდ-შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს, რომლებმაც მასშტაბური აქციები გამართეს, იდიოტები უწოდა.

„ეს სუფთა ძალადობაა, რომელიც პროტესტით იყო შენიღბული. საზოგადოებაში დიდი მღელვარებაა, რადგან ამდენი ხანია საქმე კორონავირუსით გამოწვეულ უბედურებასთან გვაქვს. თუმცა, მე არასდროს მივიღებ იდიოტებს, რომლებიც ძალადობას მიმართავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბედნიერები არ არიან“, - განაცხადა მან.

ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 19-22 ნოემბერს ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მომიტინგეებმა რამდენიმე ადგილას ხანძარი გააჩინეს, სამართალდამცავებს კი ქვები დაუშინეს. აქციების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ნიდერლანდებში ახალი რეგულაციების მიხედვით, ბარები, რესტორნები და სუპერმარკეტები 20:00 საათზე იკეტება, მაღაზიები კი 18:00 საათამდე მუშაობენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა