გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი საზეიმო წირვას აღავლენს

სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზეიმო წირვას აღავლენს.

როგორც არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა აღნიშნა, საზეიმო წირვა-ლოცვა ყველა ეკლესიასა თუ მონასტერში აღევლინება.

"გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. მოგეხსენებათ, წმინდა გიორგი გამორჩეული წმინდანია ყველა ქართველისთვის. უამრავ ადამიანს ჰქვია გიორგი და ვულოცავ. დღევანდელ დღეს არის დღე, როდესაც წმინდა გიორგი ბორბალზე აწამეს და სასწაულებრივად გადარჩა და უფლის სასწაულით უვნებელი გამოვიდა. ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში აღევლინება საზეიმო წირვა-ლოცვა. მისი უწმინდესობა აღავლენს საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში. წირვის ბოლოს იქნება მისი ქადაგება. აღსანიშნავია, რომ 17 წლის წინ სწორედ ამ დღეს ეკურთხა სამების საკათედრო ტაძარი. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ", - აღნიშნა არქიმანდრიტმა იოანემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა