საქართველოს გენერალური პროკურორი ირანის ელჩს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს აქბარ ღასემი ალი აბადის შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს პროკურატურის ორგანოების ძირითადი ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის თავისებურებები გააცნო.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა