„დოიჩე ველე“ - სვეტლანა ტიხანოვსკაია ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრის გამო ანგელა მერკელს აკრიტიკებს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა „ძალიან უცნაურია“, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ლუკაშენკოსთან ყოველგვარი კონტაქტისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, ტიხანოვსკაიას განმარტებით, ის აცნობიერებს რომ მერკელი ლუკაშენკოს „საზღვრებზე სიტუაციის დეესკალაციის მიზნით“ ესაუბრა.

აღნიშნული კომენტარის შემდეგ ანგელა მერკელი სვეტლანა ტიხანოვსკაიას ტელეფონით ესაუბრა. გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფან ზიბერტის განცხადებით, კანცლერმა ხაზი გაუსვა ფედერალური მთავრობის მუდმივ მხარდაჭერას ბელარუსის დემოკრატიული მოძრაობის მიმართ და აღნიშნა, რომ ლუკაშენკოს მთავრობამ ოპოზიციისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ზეწოლის განხორციელება უნდა შეწყვიტოს და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ალექსანდრე ლუკაშენკომ და ანგელა მერკელმა ტელეფონით ორჯერ ისაუბრეს და ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე არსებული კრიზისი განიხილეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა