მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებლის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაიწყოს მუშაობა, თუ როგორი სერვისი შესთავაზოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს

სამოქალაქო მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებლის, თამარ ჯაფარიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე უნდა დაიწყოს მუშაობა, თუ როგორი სერვისი შესთავაზოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს.

თამარ ჯაფარიძემ პრემიერს მოუწოდა, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნას, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს.

მისივე შეფასებით, ონლაინ კაზინოების თაობაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება საკმაოდ სერიოზული და იმედისმომცემია.

„რაც შეეხება ლუდომანების სერვისებს, ამის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო უნდა შეთანხმდნენ. ვფიქრობ, უნდა შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო. მოვუწოდებ პრემიერს, რადგან ასეთი კარგი ნაბიჯი გადადგა სოციალური კუთხით და საზოგადოებაში იმედის ნაპერწკალი გააჩინა, შექმნას საკოორდინაციო საბჭო, სადაც ყველა ინსტიტუციის წარმომადგენელი ჩაერთვება, ჩვენც ჩავერთოთ არასამთავრობო ორგანიზაციები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, აზარტული თამაშების რეკლამების მარკეტინგი მიუღებელია.

„ფინანსური თვალსაზრისით სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესისგან ხეირი ვერ ნახა, სოციალური კუთხით სათამაშო ბიზნესმა ქვეყნის განვითარება დაამუხრუჭა, დემოგრაფიული კუთხით უკან წავედით, ოჯახების ნგრევა უსაშველოდ არის მომატებული, სუიციდის ფაქტები კატასტოფულად არის გაზრდილი, რომლის სტატისტიკასაც სახელმწიფო არ აწარმოებს“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც მან განმარტა, თუ ქვეყანაში პოლიტიკური ნება არ იქნება, ეს ბიზნესი რეგულაციების ჩარჩოში ვერ მოექცევა“, - განაცხადა ჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში.

ცნობისთვის, პრემიერის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი, საერთოდ აკრძალვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა