Bild სათაურით - „ცუდი ეჭვები საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ“ სტატიას აქვეყნებს

ცუდი ეჭვები საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ“- ამ სათაურით სტატიას გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. სტატიაში საუბარია გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის პროსახელისუფლებო განწყობებზე და ყურადღება გამახვილებულია მისი მეუღლის ევა მარია ქნირშის სამუშაო ადგილზე, როგორც ინტერესთან კონფლიქტის საფუძველსა და კორუფციის შესაძლო მაგალითზე.

„მაშინ როდესაც გერმანიის ელჩი საქართველო ჰუბერტ ქნირში არის გამორჩეულად პროსახელისუფლებო, მისი მეუღლე ორმაგ სარგებელს იღებს საქართველოს ხელისუფლებასთან გაფორმებული კონტრაქტითა და ოლიგარქის უნივერსიტეტში დასაქმების გზით.

ჰუბერტ ქნირში კავკასიის პატარა ქვეყანა საქართველოში გერმანიის ელჩი 2018 წლიდანაა, იქამდე ის 4 წლის განმავლობაში გერმანიის საგარეო უწყებისთვის მოსკოვში მუშაობდა.

ამის შემდეგ ქნირშს მუდმივად ადანაშაულებდნენ ცალმხრივი განცხადებების გაკეთებაში მმართველი პარტიისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, რომელიც პარტიის უკან დგას.

გთავაზობთ ყველაზე გამორჩეულ შემთხვევებს:

ქნირში იცავდა ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისგან. 2020 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტში მიავლინა პოლიტიკოსი {სოფო კილაძე}, რომელიც განიხილება როგორც ჰომოფობად და უმცირესობების მოწინააღმდეგედ. ათობით არასამთავრობო ორგანიზაციამ გააპროტესტა, მაგრამ ქნირშს არ გაუკრიტიკებია საეჭვო დანიშვნა, არამედ მისი კრიტიკის საგანი გახდა სექსუალური უმცირესობების მტრისადმი გაჟღერებული თავად სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა.

ქნირშმა არასამთავრობო ორგანიზაციები, დაადანაშაულა "ამ დონეზე დაშვებაში" და "პირადი ხასიათის თავდასხმებში", რასაც ქართული ოპოზიცია იჩენს ხელისუფლების წინააღმდეგ“,- ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ დიპლომატმა პატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხაზი გააგრძელა, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული 8 მარტის შეთანხმებით გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას ჰქონდა. სტატიაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას ჰუბერტ ქნირშმა, ოპოზიციონერთა მტკიცებით, მათ გარანტია მისცა, რომ შეთანხმების საფუძველზე, გიორგი რურუა გათავისუფლდებოდა, სამი თვის შემდეგ კი განაცხადა, რომ რურუა 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ ყოფილა.

Bild-ი ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ დიპლომატმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ არჩევნების შედეგების აღიარება სწრაფად გადაწყვიტა, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა 20 ქალაქიდან 19-ში საკუთარი კანდიდატის გაყვანით.

რაც შეეხება ელჩის მეუღლეს ევა მარია ქნირშს, სტატიაში აღნიშნულია, რომ ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მოწვეულ ლექტორად მუშაობს.

„ჩვენი კლიენტი "მოწვეული ლექტორის" თანამდებობას იკავებს და შესაბამის ანაზღაურებას, სასწავლო საათების მიხედვით იღებს", - უთხრეს ქალბატონი ქნირშის ადვოკატებმა BILD-ს. ეს გერმანელი პროფესორების ხელფასის ოთხი დონიდან ყველაზე დაბალია.

ევა მარია კნირშის ოლიგარქის უნივერსიტეტში დასაქმება არ გახლავთ გერმანიის ელჩის ბიუჯეტის ერთადერთი შემოსავალი მთავრობასთან დაახლოებული წყაროებიდან.

2020 წლის ივნისიდან, ქალბატონი ქნირში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილ კომპანია TUM International-ში შტატგარეშედ, "საქართველოს წარმომადგენლის" პოზიციაზე მუშაობს. "ის ამ საქმისთვის შეუფერებლად დაბალ, საათობრივ ანაზღაურებას იღებს". - განმარტავენ ქნირშის ადვოკატები.

მეტიც: "2020 წელს ის თვეში 60 საათის განმავლობაში მუშაობდა, 2021 წლიდან კი მისი სამუშაო საათები თვეში 30 საათამდე შემცირდა. ამის მეშვეობით, მისი თითოეული სამუშაო საათი და შესრულებული საქმე აღრიცხულია".

მიუნხენში დაფუძნებული კომპანიის ვებგვერდზე ნათქვამია: "TUM International საქართველოს მთავრობის დავალებით, რამდენიმე წელია კონსულტაციას უწევს KIU-ს".

აქედან გამომდინარე, გერმანიის ელჩის ცოლი ორმაგ სარგებელს იღებს საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცისა და ძალაუფლების მქონე ოლიგარქისგან, რომელიცქართული ოცნებისა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უკან დგას. ერთი მხრივ, უშუალოდ უნივერსიტეტში მუშაობით, რომელსაც ის [ივანიშვილი] დიდწილად აფინანსებს. მეორე მხრივ, გერმანულ კომპანიაში მუშაობით, რომელიც კონსულტაციას უწევს სამთავრობო ოლიგარქის უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის დავალებით.

თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩის ცოლის დასაქმებაში პრობლემას ვერ ხედავს. BILD-ის კითხვაზე პასუხად, უწყებამ მხარი დაუჭირა "საზღვარგარეთ პარტნიორებს შორის პროფესიულ ურთიერთობებს " და განაცხადა, რომ ქალბატონი ქნირშის საქმიანობა მათთვის ცნობილია,“- ნათქვამია სტატიაში.

ჰუბერტ ქნირშის მეუღლის სამუშაო ადგილით შექმნილი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი კრიტიკის საგანი გახდა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონისთვის, რომელმაც Bild-ს განუცხადა, რომ პოლიტიკურად პლარიზებულ ქვეყანაში მისი სამუშაო ადგილი პრობლემურია და ევა მარია ქნირშმა ყველა აქტივობა უნდა შეწყვიტოს, რომელსაც მისთვის სამთავრობო კონტრაქტებიდან შემოსავალი მოაქვს.

„პოლიტიკურ აზრსაა მოკლებული როდესაც პოლიტიკურად პოლარიზებულ ქვეყანაში გერმანიის ელჩის მეუღლე მუშაობს უნივერსიტეტში, რომელიც 99%-ით ფინანსდება ოლიგარქის მიერ, რომელიც დგას მმართველი პარტიის უკან. რა თქმა უნდა სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი მისი ქმრის პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს ძალიან პრობლემურია და შემიძლია მხოლოდ ცალსახად ვურჩიო შეწყვიტოს ყოველგვარი აქტივობა, რომელსაც მისთვის სამთავრობო კონტრაქტებიდან შემოსავალი მოაქვს,“- განუცხადა ევროპარლამენტარმა Bild-ს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე