„დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი - ქვეყანაში გვაქვს სამუშაო ადგილები, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს მექანიზმები, რომელიც გულისხმობს შრომის ბაზრის რეგულირებას

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის შეფასებით, სოციალური დახმარების შესახებ პრემიერის ინიციატივა სწორია და სახელმწიფო უნდა ეცადოს, ადამიანს სოციალური დახმარების მიღების მოტივაცია არ გაუჩნდეს.

მისივე თქმით, სამუშაო ძალის მომზადებისა და მიწოდების მთელი სისტემა, არის ძალიან დასახვეწი და კარგად ჩამოსაყალიბებელი.

ამასთან, მელაძის განცხადებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილები არის, მაგრამ არ არის მექანიზმები, რომელიც შრომის ბაზარს დაარეგულირებს.

„ის, რაც პრემიერმა განაცხადა, შეგვიძლია რამდენიმე კონტექსტში განვიხილოთ: პირველი - დროებითი საზოგადოებრივი სამუშაოები, იგი გამოიყენება სპეციფიკური, ლოკალური მათ შორის, სახელმწიფოს პროგრამების განხორციელების დროს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის და მათი ჩართულობით. მეორე საკითხია, გვაქვს თუ არა სამუშაოები. ქვეყანაში გვაქვს სამუშაო ადგილები, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს მექანიზმები, რომელიც გულისხმობს შრომის ბაზრის რეგულირებას, სამუშაო ძალის მომზადებისა და მიწოდების მთელ სისტემას, რომელიც არის ძალიან დასახვეწი და კარგად ჩამოსაყალიბებელი. ცხადია ეს უკავშირდება სოციალურ გარანტიებს, უნდა ვისაუბროთ რა მექანიზმით იქნება დარეგულირებული მოთხოვნა-მიწოდების ბაზარი. უნდა გაჩნდეს მოტივაცია, რომ ადამიანი, რომელიც სახლში ზის, ეძებოს სამსახური. ეს არ უნდა იყოს ისე, რომ მე მაინც მაქვს დახმარება და ამის იმედად ვზივარ. არ უნდა გაჩნდეს მოტივაცია იმისა, რომ ადამიანმა აიღოს სოციალური დახმარება. პრემიერის ინიციატივა სწორია, მივესალმებით ამას და მეტიც მხარსაც დავუჭერთ მის განხორციელებას, მაგრამ სახელმწიფომ უნდა შექმნას მოტივაცია სოციალურად დაუცველთაგან ვისაც აქვს მუშაობის უნარი, იმუშაოს“, - განაცხადა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში.

ცნობისთვის, პრემიერ - მინისტრის განცხადებით, სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილები უნდა იყოს შეთავაზებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა