დუნია მიატოვიჩი - საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმა სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიუღებელია

საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმა სახალხო დამცველის წინააღმდეგ, მისი და მისი აპარატის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და შიმშილობის საკითხზე მუშაობასთან დაკავშირებით, მიუღებელია, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის განცხადებაშია აღნიშნული.

„ვაქებ სახალხო დამცველს და მის აპარატს იმ ძალისხმევისთვის, დაიცვან ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტები ყველა პირის მიმართ, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ხორციელდება. ეს საკითხი წამოწეული იყო ჩემს დღის წესრიგში შეხვედრის დროს, რომელიც გუშინ სტრასბურგში მქონდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან.

ვენეციის კომისიის პრინციპების თანახმად, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან ეფექტურად დაიცვან თავიანთი ომბუდსმენის ინსტიტუტები ნებისმიერი საფრთხისგან ან ქმედებებისგან, რომლებიც მიზნად ისახავს ან გამოიწვევს რაიმე დაბრკოლებას მათ ეფექტურ ფუნქციონირებაში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სახალხო დამცველმა, მისმა ოფისმა და მასთან დაკავშირებულმა ექსპერტებმა შეძლონ იმუშაონ ისეთ ატმოსფეროში, რომელიც მათთვის ხელსაყრელია თავიანთი მანდატის დამოუკიდებლად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განსახორციელებლად.

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მათ შორის ევროპის საბჭოსთვის, ძალზე მნიშვნელოვანია, დაეყრდნოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის შეფასებას, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად და ეფექტურად შეასრულოს თავისი სამუშაო საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობით. მოუთმენლად ველი, რომ განვიხილავ ამ და ადამიანის უფლებათა სხვა საკითხებს საქართველოში მომავალი წლის თებერვალში ჩემი ვიზიტის დროს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს