კონსილიუმის წევრი ექიმი - სააკაშვილის ჯანმრთელობის ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია, თუმცა რჩება გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები, რომლის აღმოფხვრასაც დრო სჭირდება

კონსილიუმის წევრი ექიმის, სანდრო ცისკარიძის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია, თუმცა გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები რჩება. ამის შესახებ ცისკარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცისკარიძემ აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა თანდათანობით უნდა გაუმჯობესდეს.

„დეტალებზე ვერ მოგახსენებთ, რადგან ეს სპეციფიკური, სამედიცინო დეტალებია, რომლის განხილვა ფართო აუდიტორიაში არაეთიკურია. ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია, თუმცა რჩება გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები, რომლის აღმოფხვრასაც რასაკვირველია, დრო სჭირდება. მკურნალობა მიდის შეჯერებულად, ყველა სპეციალისტის მიერ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვების აღდგენა, რაც საფუძველი უნდა გახდეს იმის, რომ პაციენტის მდგომარეობა თანდათანობით უნდა გაუმჯობესდეს ყველა ასპექტის გათვალისწინებით და აქ არ არის საუბარი ერთ ორგანოთა სისტემაზე. დამატებით, მედიკამენტური მკურნალობა, რასაკვირველია, მიდის. მიდის მიკროელემენტებით შევსება, მიდის ვიტამინებით შევსება, რომ თავიდან იყოს აცილებული ხანგრძლივი, 50-დღიანი შიმშილობის შედეგები. ეს ყველაფერი არის სუფთა სამედიცინო თემები, რომელიც აქტიურად ხორციელდება“, - განაცხადა სანდრო ცისკარიძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის სასამართლო პროცესს, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა გაიმართოს, ცისკარიშვილი პროგნოზს ვერ აკეთებს, შეძლებს თუ არა სააკაშვილი პროცესზე დასწრებას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

„ამ წუთში ამის თქმა შეუძლებელია. აღვნიშნე, რომ ყოველდღიურად ველოდებით გარკვეულ ცვლილებებს, ამიტომ წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება, შეუძლებელია“, - განაცხადა ცისკარიძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა