ჯანმო - ევროპა ჯერ კიდევ პანდემიის ძლიერ მარწუხებში იმყოფება - წინ რთული ზამთარი გველის

ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ, მარტამდე შესაძლოა, 2 მილიონს გადააჭარბოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.

ჯანმო-ს შეფასებით, ევროპა ჯერ კიდევ პანდემიის „ძლიერ მარწუხებში“ იმყოფება. დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა დაახლოებით 4 200-მდე გაიზარდა, რაც, სექტემბრის ბოლოს მონაცემებთან შედარებით ორჯერ მეტია.

რეგიონის 53 ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა და არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში გაზაფხულამდე, შესაძლოა, 2.2 მილიონს მიაღწიოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრებისთვის და ყოველდღიური ცხოვრების გასაგრძელებლად საჭიროა „ვაქცინაცია პლიუს“ მიდგომა.

„იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ამ ვირუსით და გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, უნდა გამოვიჩინოთ „ვაქცინა პლიუს“ მიდგომა. ეს ნიშნავს ვაქცინის სტანდარტული დოზების მიღებას, შეთავაზების შემთხვევაში „ბუსტერის“ მიღებას, ასევე პრევენციული ზომების ჩართვას ჩვენს ჩვეულ რუტინაში“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისი თქმით, წინ რთული ზამთარია, თუმცა პანდემიის სტაბილიზაციისთვის გადამწყვეტი ზომების მიღება შესაძლებელია.

„დღეს, კოვიდსიტუაცია ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ძალიან სერიოზულია. წინ რთული ზამთარი გველის, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ. რადგან ყველა ჩვენგანს - მთავრობებს, ჯანდაცვის ორგანოებს, ინდივიდუალურ პირებს - შეგვიძლია გადამწყვეტი ზომების მიღება პანდემიის სტაბილიზაციისთვის“, - აღნიშნა კლუგემ.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება