გიგა ბოკერია - თუ ეს ამბავი დასტურდება, რა ეჭვებიც Bild-ის სტატიაშია, სერიოზული პრობლემაა - ასეთი მეთოდებით მუშაობა ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებს

თუ ეს ამბავი დასტურდება, რა ეჭვებიც არის სტატიაში, ეს სერიოზული პრობლემაა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა. ამით გიგა ბოკერია გამოცემა Bild-ის მიერ გერმანიის ელჩ, ჰუბერტმა ქნირშთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.

როგორც ბოკერია აცხადებს, საკუთარი მიზნის მისაღწევად ასეთი მეთოდებით მუშაობა ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებს.

„თუ ეს ამბავი დასტურდება, რაც არის ეჭვები სტატიაში, ეს სერიოზული პრობლემაა. ზოგადად, იმ ტიპის რეჟიმებს, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია და როგორიც კიდევ უფრო ხარისხობრივად, მძიმე ფორმით ბევრად პუტინის რეჟიმია, ახასიათებთ ასეთი მეთოდებით მოქმედება, არ არის ჩემთვის გასაკვირი ივანიშვილის რეჟიმისგან ასეთი მეთოდების გამოყენება. ასეთი მეთოდებით მუშაობა ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებს, საკუთარი მიზნის მისაღწევად და ეს სერიოზული საკითხია, თუ ეს ფაქტები დადასტურდა”, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, Bild-ის სტატიაში საუბარია გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის პროსახელისუფლებო განწყობებზე და ყურადღება გამახვილებულია მისი მეუღლის ევა მარია ქნირშის სამუშაო ადგილზე, როგორც ინტერესთან კონფლიქტის საფუძველსა და კორუფციის შესაძლო მაგალითზე.

„ქნირშს მუდმივად ადანაშაულებდნენ ცალმხრივი განცხადებების გაკეთებაში მმართველი პარტიისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, რომელიც პარტიის უკან დგას.

გთავაზობთ ყველაზე გამორჩეულ შემთხვევებს:

ქნირში იცავდა ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისგან. 2020 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტში მიავლინა პოლიტიკოსი {სოფო კილაძე}, რომელიც განიხილება როგორც ჰომოფობად და უმცირესობების მოწინააღმდეგედ. ათობით არასამთავრობო ორგანიზაციამ გააპროტესტა, მაგრამ ქნირშს არ გაუკრიტიკებია საეჭვო დანიშვნა, არამედ მისი კრიტიკის საგანი გახდა სექსუალური უმცირესობების მტრისადმი გაჟღერებული თავად სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა,“- ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ დიპლომატმა პატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხაზი გააგრძელა, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული 8 მარტის შეთანხმებით გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას ჰქონდა. სტატიაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას ჰუბერტ ქნირშმა, ოპოზიციონერთა მტკიცებით, მათ გარანტია მისცა, რომ შეთანხმების საფუძველზე, გიორგი რურუა გათავისუფლდებოდა, სამი თვის შემდეგ კი განაცხადა, რომ რურუა 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ ყოფილა.

Bild-ი ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ დიპლომატმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ არჩევნების შედეგების აღიარება სწრაფად გადაწყვიტა, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა 20 ქალაქიდან 19-ში საკუთარი კანდიდატის გაყვანით.

რაც შეეხება ელჩის მეუღლეს ევა მარია ქნირშს, სტატიაში აღნიშნულია, რომ ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მოწვეულ ლექტორად მუშაობს.

„გერმანიის ელჩის ცოლი ორმაგ სარგებელს იღებს საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცისა და ძალაუფლების მქონე ოლიგარქისგან, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უკან დგას. ერთი მხრივ, უშუალოდ უნივერსიტეტში მუშაობით, რომელსაც ის [ივანიშვილი] დიდწილად აფინანსებს. მეორე მხრივ, გერმანულ კომპანიაში მუშაობით, რომელიც კონსულტაციას უწევს სამთავრობო ოლიგარქის უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის დავალებით.“- ნათქვამია სტატიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა