ევროკავშირი შავ სიაში შეიყვანს სატრანსპორტო კომპანიებს, რომლებიც მიგრანტების უკანონო გადაყვანაში მონაწილეობენ

ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი გეგმავს, შექმნას სპეციალური სია, რათა თვალყური ადევნოს და აღკვეთოს იმ შუამავალი კომპანიების საქმიანობა, რომლებიც ბელარუსში მიგრანტების უკანონოდ გადაყვანას უწყობენ ხელს.

მისი თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატებს შესთავაზებს რეგულაციას, იმისთვის, რომ „შავ სიაში შეიყვანონ ყველა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაკავშირებულია ტრეფიკინგსა და მიგრანტთა უკანონო გადაყვანაში“.

„შევთანხმდით, რომ ამ ქცევის წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვანია სანქციების კოორდინაცია და მუშაობა წარმოშობის ქვეყნებთან და ავიაკომპანიებთან, რომლებსაც მიგრანტებს მინსკში გადაჰყავთ,“- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ისი თქმით, ბრიუსელი სოლიდარობას უცხადებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს -პოლონეთს, ლატვიას და ლიეტუვას. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე მიგრანტების კრიზისი არ არსებობს, არამედ ეს არის ბელარუსის მცდელობა, განახორციელოს "ბლოკის დესტაბილიზაცია”.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და დიდი ბრიტანეთი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შეთანხმების პროცესში არიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა