ბაიდენის ადმინისტრაციამ დემოკრატიის სამიტზე ტაივანი მიიწვია

ბაიდენის ადმინისტრაციამ მომავალ თვეში დაგეგმილ დემოკრატიის სამიტზე ტაივანიც მიიწვია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა ნაბიჯმა შესაძლოა ჩინეთის გაბრაზება გამოიწვიოს, რადგან ის ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მოიაზრებს.

Reuters წერს, რომ 9-10 დეკემბერს დაგეგმილი დემოკრატიის სამიტი არის შეერთებული შტატების მცდელობა, დააბრუნოს ამერიკა მსოფლიო ლიდერობის სათავეში, რათა დაუპირისპირდეს ავტორიტარულ ძალებს ჩინეთისა და რუსეთის მეთაურობით.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაზე 110 მონაწილეა მიწვეული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს