მაკა ბოჭორიშვილი - დაგეგმილია ევროპარლამენტარებთან „ტრიოს ფორმატში“და ევრონესტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც ვიმსჯელებთ ასოცირებული ქვეყნების პროგრესზე

ვისაუბრეთ როგორ შეიძლება შეიცვალოს ქვეყნის დღის წესრიგი პოზიტიურ კონტექსტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც მმართველი გუნდის წევრებთან ერთად სტრასრბურგში იმყოფება და ევროპარლამენტარებს ხვდება.

„ვისაუბრეთ სამომავალო გეგმებზე. რა შეიძლება გაკეთდეს ევროინტეგრაციის კუთხით, რა რეფორმები შეიძლება გატარდეს. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა „ტრიოს ფორმატში“ ევროპარლამენტარებთან, გვექნება ევრონესტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც ვიმსჯელებთ ასოცირებული ქვეყნების პროგრესზე, რაც მიღწეული იქნა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, ასევე სამომავლო გეგმებზე,“- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდის წევრები სტრასბურგში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი ევროპარლამენტარებს ხვდებიან.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“