ავსტრალიამ ნეონაცისტური ორგანიზაცია The Base და „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა

ავსტრალიამ ლიბანური შიიტური პოლიტიკური პარტია „ჰეზბოლა“ და ნეონაცისტური ორგანიზაცია The Base ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფებების წევრობა ავსტრალიის კანონმდებლობით უკანონოდ მიიჩნევა და 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

„ავსტრალიაში ძალადობრივი ექსტრემიზმისთვის ადგილი არ არის. არ არსებობს არანაირი მიზეზი, იქნება ეს რელიგიური თუ იდეოლოგიური, რამაც შესაძლოა, უდანაშაულო ადამინების მკვლელობა გაამართლოს“, - განაცხადა ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარენ ენდრიუსმა.

ავსტრალიაში „ჰეზბოლა“ აქტიური არ არის, თუმცა ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ნეონაცისტური ორგანიზაცია The Base ქვეყანაში „უჯრედების“ შექმნას ცდილობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან