ჯანმო-ს ევროპის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი - თუ პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი 95% იქნება, ევროპის რეგიონში 160 000-მდე ადამიანის გადარჩენას შევძლებთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის აღმასრულებელი დირექტორი რობ ბატლერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და პირბადეების გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ გამოყენების მაჩვენებელი 95% იქნება, ამით ევროპის რეგიონში, ზამთრის პერიოდში, დაახლოებით 160 000 ადამიანის გადარჩენა გახდება შესაძლებელი.

„ვხედავთ, რომ ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით 30 კვირის შემდეგ ქვეითდება. ამასთან, ევროპის მოსახლეობის 45-47% არავაქცინირებულია. ნება მომეცით სრულიად მკაფიოდ განვაცხადო, დღეს რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი ადამიანების უმრავლესობა აცრილი არაა.

არსებობს სხვა ფაქტორებიც - ზამთარი, ხალხის შენობებში მოძრაობა, პირბადეების გამოყენებისა და მეტი ვენტილაციის აუცილებლობა. ევროპის რეგიონში პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი მხოლოდ 48%-ია. როგორც კი ამ მაჩვენებლის ზრდას დავინახავთ, დავინახავთ დაინფიცირების შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემცირებას. თუკი პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი 95% იქნება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 160 000 სიცოცხლეს გადავარჩენთ,“ - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ვირუსის სწრაფად გავრცელებას „დელტა“ ვარიანტიც უწყობს ხელს, რომელზედაც ამჟამად, ევროპაში დაფიქსირებული შემთხვევების 99%-ი მოდის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა