რუსეთში კორონავირუსის 33 558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1240 ადამიანი

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 33 558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 9 434 393-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ით კიდევ 1240 პაციენტი დაიღუპა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, ჯამში, 267 819 შეადგინა.

პანდემიის დაწყების დროიდან რუსეთში კოვიდ 19-სგან 8 126 376 პაციენტი გამოჯანმრთელდა. პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა