მიხეილ სააკაშვილის ექიმი - ცოტა გაუჭირდა, მაგრამ დერეფანში 5 წუთის განმავლობაში პირველად გაიარ-გამოიარა - ნელ-ნელა ყველა მაჩვენებელი წესრიგდება

სახელმწიფო კონსილიუმის წევრის, ექიმ ელენე გიორგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა არის დადებითი და ნელ-ნელა ყველა ლაბორატორიული მაჩვენებელი წესრიგდება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განუცხადა.

„ჩვენ ყოველდღე მივყვებით პროგრამას. მისი ორგანიზმი ამის საშუალებას გვაძლევს. ყველაფერი გეგმურად მიდის. ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენაა. რამდენი დრო დასჭირდება, ნამდვილად არ ვიცით. ყოველდღიურად ამიტომაც მოვდივართ, რომ მახვედრებენ ანალიზებს, ვაფასებთ მის მდგომარეობას, ისევ ვგეგმავთ საღამოს და მეორე დილას. გუშინ ამდენი ხნის შიმშილის შემდეგ, ადინამიის შემდეგ, პირველი მცდელობა გვქონდა დერეფანში გატარების, გაუჭირდა ცოტა, თუმცა გუშინ საღამოს შეძლო, რომ 5 წუთის განმავლობაში გაირ-გამოიარა. ნელ-ნელა ამ ფიზიკურ დატვირთვასაც დავუმატებთ, მაგრამ ეს მოხდება ნელ-ნელა და კონტროლის ქვეშ. დღეს ისევ კარდიოგრამა, ექოსკოპიები გაუკეთდა. ყველაფერს ყოველდღე ვამოწმებთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ #18 დაწესებულებაში უკეთ იყო, ვიდრე აქ და რა არის ამის მიზეზი, ჩვენ პირველივე დღიდან, ვინც პირველი კონსილიუმის წევრები ვართ, ვმართავდით ამ პაციენტს, როცა ის #12 დაწესებულებაში იყო. იქ ყველაფერი ვიცოდი, ანალიზებიც მეჭირა ხელში და მისი მდგომარეობაც ვიცოდი. როცა გადაიყვანეს #18 დაწესებულებაში, პაციენტმა გამოაცხადა როგორც სამედიცინო დახმარებაზე უარი, ისე ანალიზებზე. მე ვერ ვისაუბრებ პაციენტზე, როცა არ ვიცი მისი კლინიკა და ხელში არ მიჭირავს მისი ანალიზები. ჩვენ ვნახეთ მხოლოდ იმ დღეს, როცა აქ გადმოგვყავდა. იმის შემდეგ შაბათიდან ყოველდღე აქ ვარ. დინამიკა არის დადებითი, ყველა ლაბორატორიული მაჩვენებელი ნელ-ნელა წესრიგდება,“- განაცხადა გიორგაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა