სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებით რეფორმის განხორციელება და ამ მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სპეციალური უწყებათაშორისი კომისიის შექმნა იგეგმება

სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებით რეფორმის განხორციელება და ამ მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სპეციალური უწყებათაშორისი კომისიის შექმნა იგეგმება. კომისიამ შესაბამისი წინადადებების მომზადება და მისი პარლამენტისთვის წარდგენა უნდა უზრუნველყოს.

უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე “საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების დაწესებისა და მინიჭების, ასევე მათი სახეობებისა და შესაბამისი ფულადი გასაცემლების ოდენობების თაობაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება იგეგმება, რაც სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და სუბიექტების მონაწილეობას საჭიროებს. ინიციატორთა განმარტებით, სწორედ ამ მიზნით, საჭიროა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უწყებათაშორისი კომისია შეიქმნას, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი წინადადებების მომზადებასა და პარლამენტისათვის წარდგენას უზრუნველყოფს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება