ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სლოვაკეთში, რომლის მოსახლეობაც, დაახლოებით 5.5 მილიონს შეადგენს, ბოლო 24 საათში ინფიცირების 10 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის მთავრობა დღეს მოკლევადიანი „ლოქდაუნის“ გამოცხადების საკითხს განიხილავს. სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ განაცხადა, რომ „ლოქდაუნის“ დაწესება არაპოპულარული, მაგრამ აბსოლუტურად გარდაუვალი ნაბიჯია.“

ინფიცირების 28 380 ახალი შემთხვევა დადასტურდა პოლონეთში, რაც, რეკორდული დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის მეოთხე ტალღის დაწყების შემდეგ. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში პოლონეთში ვირუსს კიდევ 460 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

BBC-ის ინფორმაციით, დაინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა ჩეხეთშიც, სადაც, პირველად პანდემიის დაწყების შემდეგ, 25 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს