სპეციალური ოპერაციების ძალებმა 22 წლის იუბილე აღნიშნა

მუხროვანში, საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების 22 წლის იუბილე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და იუბილე მიულოცეს.

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ სპეციალური ოპერაციების ძალები არის ის სამაგალითო შენაერთი, რომელიც ეამაყება და ეიმედება ჩვენს ქვეყანას. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა სპეციალური ოპერაციების ძალების პროფესიონალიზმი და განვითარებისკენ სწრაფვა. მან სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების საქმეში სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის - აშშ-სა და მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერაზეც ისაუბრა.

უწყების ცნობითვე, სამხედროები იუბილეზე საშტატო იარაღითა და სამკერდე ნიშნებით დაჯილდოვდნენ. ამასთან, ამერიკელ და ქართველ სამხედროებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაზე სტუმრებმა სპეცდანიშნულების ძალების საბრძოლო ტექნიკა, აღჭურვილობა და შეიარაღება დაათვალიერეს, მათ შორის იყო სსსტც "დელტას" მიერ წარმოებული უახლესი განტვირთვისა და ჯავშანდაცვის მოდულური სისტემა, თანამედროვე ტაქტიკური ჩაფხუტი და მოდერნიზებული ავტომატური შაშხანები.

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. სამხედროებმა რეიდის ოპერაციისას საბრძოლო ვაზნებით, ყუმბარმტყორცნით და სნაიპერული გასროლით, პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება და დაჭრილების ევაკუაცია განახორციელეს. საქართველოს თავდაცვის სპეციალური ძალების „ოპერაციების ძალების და აშშ-ის არმიის ოპერატიული დანაყოფის ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (JCET) 8 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა