კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო საფრანგეთში ახალი რეგულაციები დაწესდება

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო საფრანგეთში ახალი რეგულაციები დაწესდება. Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ახალი ზომების დაწესება, რათა ქვეყანამ ზამთარი მაქსიმალურად კარგად გადალახოს და მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდეს.

ატალის თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში უფრო მკაცრად გაკონტროლდება. ამასთან, გამკაცრდება სანიტარული საშვების სისტემა, რათა არავაქცინირებულ პირებს უფრო მეტი შეზღუდვა დაუწესდეთ.

ასევე დაგეგმილია ვაქცინის "ბუსტერ" დოზის მიღებასთან დაკავშირებით ახალი კამპანიის წარმოება.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში ყოველ 100 000 ადამიანზე ინფიცირებულთა რაოდენობამ 200-ს მიაღწია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს