ჯანმოს გენერალური დირექტორი - შეშფოთებული ვართ უსაფრთხოების ცრუ განცდით ბევრ ქვეყანასა და საზოგადოებაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი შეშფოთებულია იმით, რომ კოვიდ-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები „უსაფრთხოების ცრუ განცდას“ თესავს.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ უსაფრთხოების ცრუ განცდით ბევრ ქვეყანასა და საზოგადოებაში“, - განაცხადა გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

ჯანმო-ს ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა წარმოიქმნას განცდა, თითქოს, ვაქცინებმა დაასრულეს კოვიდ-19 ვირუსის პანდემია და აცრილ ადამიანებს აღარ სჭირდებათ რაიმე სახის სიფრთხილის ნორმების დაცვა.

„ვაქცინები შველიან სიცოცხლეს, მაგრამ ისინი ბოლომდე ვერ აღკვეთენ ვირუსის გადაცემას“, - განაცხადა ორგანიზაციის გენდირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, კოვიდ პანდემიის ეპიცენტრად კვლავაც ევროპა რჩება. თუმცა, არცერთი ქვეყანა არ არის საფრთხის მიღმა. ამასთან დაკავშირებით, ჯანმო-ს ხელმძღვანელი ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, განაგრძონ ყოვლისმომცველი ზომების გატარება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ამ ზომებს შორის, არის ნიღბების ტარება და ფიზიკური დისტანცირება.

გარდა ამისა, მოსახლეობას ეძლევა რეკომენდაცია, თავი აარიდონ ადამიანთა დიდი რაოდენობით შეკრებას, ხოლო შეხვედრები უნდა გაიმართოს ღია სივრცეში, ან ისეთ შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე წვდომის პარალელურად, საჭიროა ყველა ქვეყნის მოსახლეობას წვდომა ჰქონდეს კორონავირუსის სწრაფ ტესტირებაზე და მკურნალობის ახალ ვარიანტებზე.

გებრეისუსი მიიჩნევს, რომ პანდემიასთან დაკავშირებული არსებული ქაოსი იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოს სჭირდება მყარი გლობალური შეთანხმება თამაშის წესების დასადგენად პანდემიებისთვის მოსამზადებლად და მათზე რეაგირებისთვის.

აღნიშნულ თემას მიეძღვნება ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის სესია, რომელიც ჟენევაში 29 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ფორუმი გახდება სასტარტო მოედანი საერთაშორისო დოკუმენტის შესაქმნელად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა