ირაკლი ქადაგიშვილი - დღეს სასამართლო თვისობრივად განსხვავებულია, ვიდრე იყო „ნაცმოძრაობის“ დროს - ვენეციის კომისიას არ აქვს შენიშვნა, თუკი არსებობს კიდევ უკეთესი რამ, გვითხრან, რომ ისიც მივიღოთ

დღეს სასამართლო თვისობრივად განსხვავებულია, ვიდრე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ადრე - ამ მიმართულებით კანონმდებლობაში სრული წესრიგი გვაქვს - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას გათვალისწინებული აქვს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია.

„მათ [ოპოზიციის] ლაპარაკში ლოგიკა არ არის. ისინი, ფაქტობრივად, საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებენ, სუვერენიტეტი არის საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კონსტიტუციაში ხელისუფლების ყველა შტო არის გაწერილი. ამიტომ, მათ ახალი თემა გაუჩნდათ და ითხოვენ, გინდა თუ არა, ამ არაკონსტიტუციური გზით წავიდეთ, ეს არ არის ლოგიკა და გამოსავალი.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, დღეს სასამართლო თვისობრივად განსხვავებულია, ვიდრე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ადრე, მაგრამ როდესაც უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებად ინიშნებიან ადამიანები, 15-20 წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეთ სასამართლო სისტემაში მუშაობის. ანუ, სასამართლო სისტემაში საგნობრივად ვერავინ ვერ ამბობს, რა კანონი გვაქვს მისაღები ისეთი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტით საქართველომ ვალდებულება აიღო ან რეკომენდაცია ჰქონდა, ან ვენეციის კომისიას რაიმე შენიშვნა ჰქონდა და ჩვენ არ გავითვალისწინეთ. ყველაფერი გათვალისწინებულია და სასამართლოს რეფორმა მივა ბოლომდე. ამ მიმართულებით კანონმდებლობაში გვაქვს სრული წესრიგი, ვენეციის კომისიას, ანუ მთავარ შემფასებელს არ აქვს შენიშვნა. თუკი არსებობს სადმე კიდევ უკეთესი რამ, გვითხრან, რომ ისიც მივიღოთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა