სლოვაკეთში ორკვირიანი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა

სლოვაკეთის მთავრობამ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის შესაჩერებლად, ორკვირიანი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეზღუდვების ფარგლებში, რესტორნები დაიხურება, ღია დარჩება მხოლოდ ის მაღაზიები, სადაც პირველადი საჭიროების პროდუქცია იყიდება, მოქალაქეებს გადაადგილების უფლება მხოლოდ საყიდლებზე, სამსახურში, სკოლაში, სამედიცინო დაწესებულებაში ან ბუნებაში სასეირნოდ წასვლის შემთხვევაში ექნებათ.

სლოვაკეთში სამშაბათს ინფიცირების 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობამ კი 3 200-ს მიაღწია. ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების უმეტესობა არავაქცინირებულ პირებზე მოდის.

სლოვაკეთში, სადაც დაახლოებით 5.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 50%.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს