აშშ-ში შავკანიანი აჰმოდ არბერის მკვლელობისთვის დამნაშავედ სამი პირი ცნეს, განაჩენს ჯო ბაიდენი გამოეხმაურა

აშშ-ში ნაფიცმა მსაჯულებმა სამი თეთრკანიანი მამაკაცი დამნაშავედ ცნეს ახალგაზრდა აფროამერიკელი მამაკაცის, აჰმოდ არბერის მკვლელობაში.

გადაწყვეტილება სანაპირო ქალაქ ბრუნსვიკში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო.

გრეგორი მაკმაიკლის, მის ვაჟს, ტრევის მაკმაიკლისა და მეზობელს, უილიამ „როდი“ ბრაიანს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. მისი თქმით, განაჩენმა აჩვენა, რომ ამერიკის სისხლის სამართლის სისტემა „თავის საქმეს ასრულებს“, თუმცა მკვლელობამ ამერიკას შეახსენა, „რამდენად შორს უნდა წავიდეთ ამ ქვეყანაში რასობრივი სამართლიანობისთვის ბრძოლაში“.

„ჩვენ ხელახლა უნდა ავიღოთ ვალდებულება ერთიანობისა და საერთო ძლიერების მომავლის ასაშენებლად, სადაც, კანის ფერის გამო, არავის ეშინია ძალადობის“, - ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, აფროამერიკელი აჰმოდ არბერის, ჯორჯიის შტატის ქალაქ ბრუნსვიკში 2020 წლის თებერვალში მოკლეს. მკვლელობის ამსახველი ვიდეო, რომელიც უილიამ ბრაიანმა გადაიღო, ორი თვის შემდეგ გავრცელდა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია, როცა ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში მონაწილე 3 პირიდან არცერთი არ იყო დაკავებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა