იტალია არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

იტალიის მთავრობამ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით, არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

მედიის ინფორმაციით, 6 დეკემბრიდან რესტორნებსა და კინოთეატრებში წასვლისა და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება მხოლოდ იმ ადამიანებს ექნებათ, რომლებსაც ვაქცინაციის ან კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ.

ამასთან, მთავრობის ახალი დადგენილებით, ვაქცინაცია სავალდებულო ხდება სამართალდამცველებისთვის, სამხედროებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ აქამდე იტალიაში ვაქცინაცია სავალდებულო იყო ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისა და მოხუცთა მზრუნველობის სახლების თანამშრომლებისთვის.

იტალიაში, ბოლო პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. იტალიაში, ყოველდღიურად, დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება და 100-მდე ადამიანი იღუპება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო