კარლ ჰარცელი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის პროცესის დასაკვირვებლად პარლამენტში მიგვიწვიეს, რაზედაც უარი ვთქვით

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის პროცესის დასაკვირვებლად პარლამენტში მიგვიწვიეს, რაზედაც უარი ვთქვით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს არის იმ პროცესის ნაწილი, რაზედაც აპრილის შემდეგ ვაკეთებთ კომენტარს და რასთან დაკავშირებითაც გვაქვს წუხილი, რომ არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას და არც ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარების მისაღებად წაყენებულ პირობებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა დაპაუზდეს.

„როგორც ვიცით, არსებობს ხარვეზები ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან კანონმდებლობის სრულ შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით. ასევე ვნახეთ კანდიდატების წარდგენის პროცესთან დაკავშირებით „ოდირი“-ს შეფასება. ჩვენ ვრჩებით იგივე პოზიციაზე, ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ ის, რაც პროცესში უნდა გაკეთდეს, მისი დაპაუზებაა იმისთვის, რომ გადაიხედოს პროცედურები შემდგომი ქმედებების განხორციელებამდე,“ - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ახლა სიტუაციის შეფასება და შესაბამისი ქმედების განხორციელება საქართველოს პარლამენტსა და პარლამენტის წევრებზეა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა