სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 592 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 40 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7419 -მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 336 330 პირი დაინფიცირდა, 311 078 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.