ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნაზე სარკე დადგა და გასაუბრებაზე მისულ მოსამართლეობის კანდიდატსა და უმრავლესობის დეპუტატებს მასში ჩახედვისკენ მოუწოდა

“ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ტრიბუნაზე სარკე დადგა და გასაუბრებაზე მისულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენედი მაკარიძეს და უმრავლესობის დეპუტატებს სარკეში ჩახედვისა და საკუთარი თავის დანახვისკენ მოუწოდა.

კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე მოსმენას ნაცვლიშვილმა სიყალბე და თეატრალიზებული წარმოდგენა უწოდა. მან გენადი მაკარიძეს მიმართა, რომ მის მიმართ კითხვები არა აქვს, რადგან ყველაფერზე პასუხი მისი დუმილია, რომელსაც ინარჩუნებს იმისთვის, რომ სასამართლო სისტემის ზემდგომ ინსტანციებში გზა გაიკვალოს.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია ნინო სანდოძე, რომელიც 2012 წლამდეც მოსამართლე იყო და არც ერთი გამამართლებელი განაჩენი მას არ აქვს, მაგრამ არც მას და არც ირაკლი კობახიძეს ამ ფაქტის არ რცხვენიათ, რადგან კობახიძე იტყვის, რომ მანამდე მიკერძოებული იყვნენ და ახლა სანდოძე გამოსწორდა.

ქვეყანაში ძალიან დიდი უსამართლობა ტრიალებს, რომელსაც გამომძიებელი და მომკითხავი არავინ ჰყავს. რამდენიმე დღის წინ ადამიანს გული გაუსკდა და გუშინ ამის ჩანაწერები გამოქვეყნდა. ეს იმის გამო ხდება, რომ თქვენ, თქვენი გაგებით პატიოსნად მოსამართლეობთ, ხოლო სინამდვილეში ძალიან დიდ სიყალბეში მონაწილეობთ, რაც აუცილებლად გასკდება და მსხვერპლად მოჰყვებით. არ მინდა, რომ არც მსხვერპლი იყოთ და არც ჯალათი! თქვენი ბედი კომიტეტზე გასაუბრების შედეგად კი არ გადაწყდება, არამედ გადაწყდება პოლიტიკურ კულუარებში“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა გენადი მაკარიძეს, რის შემდეგაც კომიტეტის სხდომა დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა