სომალიში ისლამისტური ბოევიკების თავდასხმას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ისლამისტმა ბოევიკებმა თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 8 და დაშავდა 23 ადამიანი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თავდასხმა გაეროს თანამშრომლების კოლონაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა ერთ-ერთი სკოლის სიახლოვეს განახორციელა.

დაშავებულებს შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება ალ შაბააბმა აიღო.

ალ შაბააბი წლების განმავლობაში ებრძვის სომალის ცენტრალურ ხელისუფლებას, ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და ისლამის შარიათის კანონის მკაცრი ინტერპრეტაციის დაწესებას. დაჯგუფება თავდასხმებს სომალიში ხშირად ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა