ლევან დავითაშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მიმართულებებზე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) სტრატეგიის საკითხებზე ისაუბრეს.

ლევან დავითაშვილმა ბანკის წარმომადგენლებს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო და ყურადღება ინვესტიციების მოზიდვის და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობებზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებებით შექმნილ გამოწვევებს და მასთან გამკლავების საკითხებსაც.

„ჩვენი სამინისტროს მიზანია, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორი მაქსიმალურად განვითარდეს, გაიზარდოს წარმოება და, შესაბამისად, შემოსავალი. ამის პოტენციალი ქვეყანაში რეალურად არსებობს. დარგში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებით და ახალ ბაზრებზე წვდომით, ამ პოტენციალის გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოხდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეინ როზენტალმა მინისტრს ის მიზნები გაუზიარა, რაც აზიის განვითარების ბანკის მიერ აგრარული სექტორის ხელშეწყობას განსაზღვრავს და განსაკუთრებული ყურადღება წყლის რესურსების მართვის საკითხებზე გაამახვილა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა