გერმანიაში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 351 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 100 119-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას „ევრონიუსი“ „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანია მეხუთე ქვეყანა გახდა ევროპაში, რუსეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ, სადაც ფატალური შემთხვევების საერთო რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა.

გერმანიაში, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით, გუშინ ახალი შემზღუდველი ზომები ამოქმედდა. ახალი ზომების თანახმად, მოქალაქეები ვალდებულები არიან, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამუშაო ადგილებზე ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების ან კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ. ამასთან, მთავრობამ დამსაქმებლებს მოუწოდა, შესაძლებლობის შემთხვევაში, თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის ნება დართონ. ასევე, ტარდება სავალდებულო, ყოველდღიური ტესტირება მოხუცებულთა თავშესაფრების თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის, მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულები არიან თუ არა ისინი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა