დიმიტრი კულება - არ ვცდილობთ გამოვიცნოთ, რა უდევს პუტინის თავში, ვმუშაობთ იმისათვის, რომ მას მკაფიოდ ავუხსნათ - უკრაინაზე ახალი თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება რუსეთს აფრთხილებს, რომ მის ქვეყანაზე თავდასხმა გამოიწვევს „პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანურ დანაკარგებს" და ძალიან ძვირი დაჯდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ არ ვცდილობთ გამოვიცნოთ, რა უდევს პუტინის თავში. ვმუშაობთ იმისათვის, რომ მას მკაფიოდ ავუხსნათ - უკრაინაზე ახალი თავდასხმა ძალიან ძვირი დაჯდება, ამიტომ ჯობია, ეს არ გააკეთოს“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, კიევის მთავარი მიზანი "შემდგომი აგრესიული ქმედებების განხორციელებისგან" რუსეთის შეკავებაა.

„მოსკოვმა მკაფიოდ უნდა გაიგოს, რა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანურ ზარალს მოიტანს აგრესიის ახალი ეტაპის შემთხვევაში“, - განაცხადა კულებამ.

რუსეთი უკრაინის საზღვართან საკუთარი ძალების რაოდენობას ზრდის, რის გამოც კიევი, შეერთებული შტატები და ნატო გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ახალი თავდასხმა განახორციელოს. კრემლი ამ ინფორმაციას უარყოფს და მცდარს უწოდებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა