გიორგი ვაშაძე - ჩვენ არ ვართ არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ

ჩვენ არ ვართ არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, რადგან ძალიან კონკრეტულად მაინტერესებს ხედვა, რაზეა ლაპარაკი,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის, რომ ორგანიზატორები არ არიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამართლიან მოთხოვნას და ამ მოთხოვნით გამართულ აქციას არ უერთდებიან.

„ჯგუფი კონკრეტული სამოქმედო გეგმის გარეშე ვერ იქნება. ჩვენ ჩვენეული ხედვა ჩამოვაყალიბეთ რა გზით შეიძლება წავიდეს ეს პროცესი, სხვა ხედვას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. თუკი ეს იქნება მათი პარტიული ინიციატივა, კი ბატონო, გააკეთონ. ჩვენ ორგანიზატორები რომ არ ვართ აქციების, ეს არ ნიშნავს, რომ სამართლიან მოთხოვნის სახით როცაა პროტესტი, მაგალითად სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამაზე პოზიცია არ გვქონდეს, ან ჩვენი წარმომადგენლები არ შეუერთდნენ გარკვეულ აქციებს. ორგანიზატორი რომ არ ხარ ნიშნავს, რომ შენ არ ხარ იმ სტრატეგიაზე პასუხისმგებელი რაც დგას აქციების უკან, რომელ სტრატეგიასაც მე დეტალურად ვერც ვხედავ, აქედან გამომდინარე, პროცესი გვიჩვენებს, დღეს ეს პოზიცია გვაქვს და თუ დავინახავთ ისეთ ინიციატივას, რომელიც უკეთეს გამოსავალს აჩვენებს, მზად ვართ ვიმსჯელოთ ამაზე", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საინიციატივო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს. მოგვიანებით მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ იმედი აქვს უახლოეს დღეებში შეიქმნება მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს