ანგელა მერკელი - აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება გამწვავების შემთხვევაში ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს

ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის, თუ აღმოსავლეთ უკრაინასა და მის გარშემო, ან პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე ვითარება გამწვავდება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა პოლონელ კოლეგასთან, მატეუშ მორავიეცკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსის მიერ პოლონეთის წინააღმდეგ მიგრანტების „იარაღად“ გამოყენებისა და რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების განლაგების საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირი ერთიანი უნდა იყოს.

“ნებისმიერი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძვირად დაჯდება“, - განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ უპირატესობა ყოველთვის სიტუაციის განმუხტვას უნდა მიენიჭოს.

რუსეთი უკრაინის საზღვართან საკუთარი ძალების რაოდენობას ზრდის, რის გამოც კიევი, შეერთებული შტატები და ნატო გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ახალი თავდასხმა განახორციელოს. კრემლი ამ ინფორმაციას უარყოფს და მცდარს უწოდებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა