გიორგი ნონიაშვილი - გაუგებარია, რისთვის არის საჭირო რაიმე ტიპის საზოგადოებრივი კომიტეტი, იმისათვის, რომ პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ

ჩვენთვის გაუგებარია რისთვის არის საჭირო რაიმე ტიპის საზოგადოებრივი კომიტეტი, იმისათვის, რომ პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ, ჩვენ, „ევროპული საქართველო“ პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ აქამდეც ვიბრძოდით და მომავალშიც ვიბრძოლებთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ევროპული საქართველოს" შემთხვევაში წარსულშიც ასე იყო, აწმყოშიც და მომავალშიც ასე იქნება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართაც.

„ჩვენთვის, ჯერჯერობით გაუგებარია ეს საზოგადოებრივი კომიტეტი როგორ იფუნქციონირებს და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას. როგორც არ უნდა იყოს, "ევროპული საქართველო" ყოველთვის აპროტესტებდა ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას და ცდილობდა პოლიტიკური მძევლების დაცვას და მომავალშიც გააგრძელებს პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მძევლობის მიმართაც, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რისთვის არის საჭირო რაიმე ტიპის საზოგადოებრივი კომიტეტი. იმისათვის, რომ პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ, "ევროპული საქართველოს" შემთხვევაში წარსულშიც ასე იყო აწმყოშიც და მომავალშიც ასე იქნება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართაც“,- განაცხადა ნონიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა