ექიმი მიხეილ სააკაშვილზე - ჯერჯერობით კვებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გვაქვს, ამ პერიოდს გავდივართ მშვიდად, კრიტიკული პერიოდი გავლილია

კარგი ამბავი არის ის, რომ საერთო ცილა არის 61, ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, ანუ საერთო ცილა არის ნორმის ფარგლებში, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ელენე გიორგაძემ განაცხადა.

გიორგაძის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში კრიტიკული ეტაპი გადალახულია.

„მოგახსენებთ, რომ დინამიკა არის დადებითი, ძალიან კარგი ამბავი არის ის, რომ საერთო ცილა არის 61, ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, ანუ საერთო ცილა არის ნორმის ფარგლებში. ალბუმინი გახლავთ 35, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე მოდის ნორმის ფარგლებში. პარალელურად, ვიძახებთ სხვადასხვა ექიმს. დღეს იყო ოფთალმოლოგი და მისი განცხადებით, მკურნალობა არ ესაჭიროება. გაფართოვდა კალორაჟი, ასევე გაფართოვდა რაციონიც, მისი ორგანიზმი გვაძლევს ამის საშუალებას და მივდივართ მშვიდად. პროგნოზების გაკეთება მე არ მიყვარს, მოგახსენებთ ყოველდღიური მდგომარეობით, ჯერჯერობით კვებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გვაქვს, ამ პერიოდს გავდივართ მშვიდად, კრიტიკული პერიოდი გავლილია", - განაცხადა ელენე გიორგაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა